დამშვიდობება „სამეფო კარის თამაშებთან“ სისხლიანი იყო. »

რეკლამა

გამოკითხვა

რომელი სერიალის ახალი სეზონს ელოდებით ყველაზე მეტად?

შემოგვიერთდით

რეკლამა

რეკლამა



დამშვიდობება „სამეფო კარის თამაშებთან“ სისხლიანი იყო.

დამშვიდობება „სამეფო კარის თამაშებთან“  სისხლიანი იყო.


მისი უილიამსი, ცნობილი როგორც არია სტარკი „სამეფო კარის თამაშებიდან", ოფიციალურად დაემშვიდობა „სამეფო კარის თამაშებს“.
შაბათს, დილით მსახიობმა განაცხადა, რომ დაამთავრა მერვე და ფინალური სეზონის გადაღებები და გაგვიზიარა ფოტო სადაც სისხლიანი თეთრი ფეხსაცმელები აცვია.


დამშვიდობება „სამეფო კარის თამაშებთან“  სისხლიანი იყო.

„მშვიდობით ბელფოსტ, მშვიდობით არია, მშვიდობით სამეფო ტახტის თამაშებო. ძალიან კარგი დრო გავატარე. თავგადასავლები ჯერ კიდევ წინაა. #უკანასკნელიგადარჩენილიქალი #ძლივს #ძილსვაპირებმომდევნოოთხიწელი #ვხუმრობმეარმძინავს“, წერს უილიამსი ემოციურ პოსტში.

როგორც ჩანს დასასრული მართლაც რომ ახლოსაა.


დამშვიდობება „სამეფო კარის თამაშებთან“  სისხლიანი იყო.


მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულები ვართ, არია სტარკი თეთრ ბოტასებში არ იქნება მერვე სეზონში, რთულია ხედავდე სისხლიან ფეხსაცმელებს, რომლის ფოტოც მსახიობმა აარჩია გამოსამშვიდობებელ პოსტში და არ გაგიჩნდეს კითხვა „ ეს რაა არიიის?!“. შესაძლოა ეს მინიშნებაა, რომ ბოლო სეზონი განსაკუთრებით დაძაბული და სისხლიანი იქნება.. ამას დრო გვაჩვენებს.
დაანონსებულია, რომ მერვე სეზონი 2019 წელს დაუბრუნდება ტელევიზორის ეკრანებს, მაგრამ რადგანაც გადაღებები დასასრულს უახლოვდება, სხვა „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავებმა, როგორიცაა ემილია კლარკი, გვემშვიდობებიან სოციალური ქსელების მეშვეობით.
ივნისში, კლარკმა, რომელიც თამაშობს დაენერის ტარგარიანს (ასევე ცნობილი როგორც კჰალესი, დრაკონების დედა და ა.შ.), გაგვიზიარა ორი სენტიმენტალური პოსტი, სადაც გვახვედრებს, რომ ეს მისი გადაღებების ბოლო დღეებია.


დამშვიდობება „სამეფო კარის თამაშებთან“  სისხლიანი იყო.

„შევხტი გემზე კუნძულისკენ, რათა დავემშვიდობო მიწას, რომელიც იყო ჩემი სახლი სახლისგან მოშორებით თითქმის ათი წელი. შესანიშნავი მოგზაურობა იყო @gameofthroneს, მადლობა ცხოვრებისთვის, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი და ოჯახისთვის, რომელიც ყოველთვის მომენატრება“
წერს კლარკი, თავის ბოლო პოსტში.
სხვა მსახიობები ჯერ კიდევ უნდა დაგვემშვიდობონ, ასე რომ ფანებო, ცხვირსახოცები მოიმარაგეთ მომდევნო რამდენიმე კვირისთვის.


თარგმნა ნატალი შულაიამ.
წყარო

ავტორი: MundoStudios

Gameplay.ge
ინფორმაცია ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.