ბეტვუმენი - CW-ს ახალი ჰომოსექსუალი გმირი »

რეკლამა

გამოკითხვა

რომელი სერიალის ახალი სეზონს ელოდებით ყველაზე მეტად?

შემოგვიერთდით

რეკლამა

რეკლამა



ბეტვუმენი - CW-ს ახალი ჰომოსექსუალი გმირი

ტელეკომპანია CW-მ დაანონსა, რომ დეკემბერში "ფლეშის", "ისრის", "სუპერგოგოს" და "ლეგენდების" ქროსოვერის ოთხმაგ სერიაში ახალი გმირი ბეტვუმენი გამოჩნდება. ამ ინფორმაციის შემდეგ, დაიგეგმა მასზე ცალკე სატელევიზიო შოუს შექმნა „ვორნერ ბრაზერსის“ მიერ, რომელიც მიემატება CW-ის სერიალების რიგს. შოუს სავარაუდოდ ვიხილავთ 2019 წელს და ის მოგვითხობს კეტი კეინის ისტორიას. სერიალი იქნება დისი კომიქსების ბეტვუმენის რეინკარნაცია 2006 წლის შემდეგ, სადაც ბეტვუმენი გვევლინება, როგორც ქუჩის ბრძოლებში კარგად გაწვრთნილი ჰომოსექსუალი ქალი.


ბეტვუმენი - CW-ს ახალი ჰომოსექსუალი გმირი


სერიალის ოფიციალური აღწერა შემდეგია:
"კეიტ კეინი, სოციალური სამართლის დაცვის ჟინით შეიარაღებული, თავისი აზრის გამტანი ქალი,გოთემის ქუჩების სადარაჯოზე დგება , როგორც ბეტვუმენი. ქუჩის ბრძოლებში გამოწვრთნილი ჰომოსექსუალი ქალი მედგრად ებრძვის კრიმინალს, მაგრამ მისთვის გმირის დაძახება ჯერ ადრეა.ქალაქში, რომელსაც მხსნელი ესაჭიროება, ქეიტი ჯერ თავისდემონებს უნდა შეებრძოლოს,სანამ ის გოთემის იმედის სიმბოლო გახდება.“

კეროლაინ დრაისი (ვამპირის დღიურები) გაუძღვება ამ პროექტს,რომელზეც ის გრეგ ბერლანტთან, სარა შეჩტერთან და გეოფ ჯონსთან ერთად იმუშავებს.



ARROWVERSE-ში ბეტვუმენის ჩართვის შესახებ პირველად დაანონსდა CW - ში მაისში, სადაც სტივენ ამელმა გამოაჩინა, რომ ბეტვუმენი ნეტვორკის ახალ ქროსოვერში იბრძოლებდა arrow, flash, dc’s legends of tomorrow და supergirl - ის პერსონაჟებთან ერთად. ( საინტერესო ფაქტია, რომ კომიქსებში, ქეიტის ერთ-ერთი შეყვარებული არის მეგი სოიერი, რომლის მსახიობიც ფლორიანა ლიმაა და ის supergirl- შიც მონაწილეობდა)

ავტორი: MundoStudios

Gameplay.ge
ინფორმაცია ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.