"ჯოკერის" ისტორიაზე ფილმს გადაიღებენ »

რეკლამა

გამოკითხვა

რომელი სერიალის ახალი სეზონს ელოდებით ყველაზე მეტად?

შემოგვიერთდით

რეკლამა

რეკლამა



"ჯოკერის" ისტორიაზე ფილმს გადაიღებენ

"ჯოკერის" ისტორიაზე ფილმს გადაიღებენ


ვორნერ ბრაზერსი ამზადებს ახალ შესანიშნავ პროექტს: ტოდ ფილიპსის „ჯოკერი“, რომელშიც მთავარ როლს შეასრულებს ხოაკინ ფენიქსი.
ბევრი ჭორი არსებობდა იმის შესახებ, რომ ფენიქსი მოლაპარაკებებს აწარმოებდა დანაშაულის კლოუნი პრინცის როლის მიღებაზე. როგორც კი ეს ინფორმაცია დადასტურდა და კონტრაქტს ხელი მოეწერა, ფილმს დაუმტკიცდა ბიუჯეტი 55 მილიონი დოლარის ოდენობით და გადაღებების დაწყება იგეგმება სექტემბერში.


"ჯოკერის" ისტორიაზე ფილმს გადაიღებენ


ფილიფსი უკვე შეუერთდა სცენარისტთა გუნდს და ისინი უკვე სამზადისს შეუდგნენ.
ჯარედ ლეტომ ასევე შეასრულა ჯოკერის როლი „თვითმკვლელთა რაზმში“. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ ის არამარტო „თვითმკვლელთა რაზმის“ გაგრძელებაში მიიღებს მონაწილეობას, არამედ ექნება ინდივიდუალური ფილმი, მიუხედავად ფენიქსის ჯოკერისა.
სკოტ სილვერი შეუერთდება ფილიპსს როგორც დამხმარე სცენარისტი ფილმზე, რომელიც მოგვითხრობს ისტორიას, თუ რამ გამოიწვია ჯოკერის კრიმინალის პრინცად ჩამოყალიბება. წყაროებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ მოქმედება განვითარდება 80-იან წლებში და ფილმი იქნება უფრო კრიმინალური დრამის ჟანრში.

ავტორი: MundoStudios

Gameplay.ge
ინფორმაცია ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.