რივერდეილის სპოილერები: ჩიკი ახალი "შავი კაპიუშონია"? »

რეკლამა

გამოკითხვა

რომელი სერიალის ახალი სეზონს ელოდებით ყველაზე მეტად?

შემოგვიერთდით

რეკლამა

რეკლამა



რივერდეილის სპოილერები: ჩიკი ახალი "შავი კაპიუშონია"?

რივერდეილის ფანებმა ბოლო სეზონში იხილეს ჩიკის დამაბნეველი დასასრული, სადაც ბეტი კუპერმა მას სერიული მკვლელის ხელით სიკვდილი მიუსაჯა. მაგრამ ნუთუ ამით საკუთარ თავს შეუქმნა პრობლემები?


რივერდეილის სპოილერები: ჩიკი ახალი "შავი კაპიუშონია"?


ბეტი (ლილი რეინჰარტი) შოკში იყო, როდესაც რივერდეილის მეორე სეზონში აღმოაჩინა, რომ ძმა ჰყავდა..
მაგრამ, როდესაც ჩიკის (ჰარტ დენტონი) წარსული უკეთ შეისწავლა, მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.
ბეტი მალევე მიხვდა, რომ ის ოჯახისგან რაღაცას მალავდა და რომ შესაძლოა ამას მისი ოჯახის წევრებისთვის საფრთხე შეექმნა.
ყველაფერი უარესდება, როდესაც ჩიკის წარსული თავს იჩენს და კუპერის სახლში აკითხავს ვიღაც, ვისი ფულიც ჰმართებს.
ამ ბრუტალური დაპირისპირების გამო ელის კუპერმა მოკლა განგსტერი, და დამალა დანაშაული ჩიკის გამო, რომელიც თავისი შვილი ეგონა.
მაგრამ როდესაც ჩიკმა მათ გაუმხილა, რომ ის კუპერებთან არანაირ კავშირში არ იყო, და მათი ნამდვილი ძმის იდენტობა მოიპარა, ბეტი ძალიან გაბრაზდა.


რივერდეილის სპოილერები: ჩიკი ახალი "შავი კაპიუშონია"?


მიუხედავად მისი მუქარებისა, ბეტი ცდილობდა ოჯახი უცხო ადამიანისგან დაეცვა.
საბოლოოდ ბეტიმ კავშირი დაამყარა სერიულ მკვლელ შავ კაპუიშონთან და გადაწყვიტა მისი გამოყენება იმისთვის, რომ ჩიკი თავიდან მოეშორებინა.

მეორე სეზონის ფინალურ ეპიზოდში ვხედავთ, რომ ბეტის მიჰყავს ჩიკი რივერდეილის სასაფლაოზე, სადაც მკვლელი იცდის და მარტო დატოვა, რათა მკვლელს მასკაში ის მოეკლა.
თუმცაღა მაყურებლებს არ უნახავთ ჩიკის სიკვდილი, რაც მის ბედს ამოუცნობს ტოვებთ.

ჩიკის როლის შემსრულებელმა ჰართმა ინსტაგრამზე ატვირთა ფოტო სადაც ვარჯიშობს, წარწერით: „ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ შავი კაპუიშონი ბოლოს მომიღებს.“
მიუხედავად იმისა, რომ შავი კაპუიშონი დაჰპირდა ბეტის მის მოკვლას, ჩიკი მკვლელს ცოცხალი უფრო გამოადგება.
რადგანაც კრისს არაერთხელ დაურღვევია კანონი წარსულში, შესაძლოა შავი კაპუიშონის მოგზაურობაში შემდეგი ნაბიჯის გასაკეთებლად პირდაპირი კანდიდატი აღმოჩნდეს.

რივერდეილის სპოილერები: ჩიკი ახალი "შავი კაპიუშონია"?


შესაძლოა ჩიკი დასთანხმდა მკვლელს შავი კაპუიშონის მემკვიდრეობა გადაიბაროს თავისი სიცოცხლის სანაცვლოდ.
და რადგანაც ორივე მათგანს რთული ცხოვრება ჰქონდათ, შესაძლოა ორივეს ერთნაირად სურს შური იძიოს რივერდეილის მაცხოვრებლებზე.
მაგრამ ალბათ მესამე სეზონში ჩიკის დაბრუნება ბეტის საბოლოოდ გადაიყვანს ჭკუიდან, რადგან მისი აზრით ის მკვდარია.
და მას შემდეგ, რაც მან ჩიკის მოკვლა სცადა, შესაძლოა ჩიკმა მას პირველს მოაკითხოს და ბეტის შავი კაპუიშოინის კოშმარი გაგრძელდეს.
ასევე მან იცის, რომ ელისმა და ბეტიმ განგსტერის მკვლელობა დამალეს.
ჩიკმა შეიძლება ისინი დააშანტაჟოს და ფული ან სხვა რამ მოითხოვოს მათგან, მაგრამ შეასრულებენ თუ არა ისინი ჩიკის მოთხოვნებს?

ავტორი: MundoStudios

Gameplay.ge
ინფორმაცია ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.